ჩვენი კომპანია დაარსდა 1999 წელს, როგორც შპს აღმშენებლობა-ს.მ.ბ. დღეს პირველი არმატურის ბაზიდან უკვე 25 წელზე მეტი გავიდა და ახლა უკვე შპს ბრავიტონი მტკიცე და სანდო თანამშრომლობით აგრძელებს საქმიანობას ჩვენს პარტნიორებთან – როგორც მსხვილ დეველოპერულ კომპანიებთან, ისე – მცირე მეწარმეებთან.

დღეს ბრავიტონი წარმოადგენს სამშენებლო მეტალისა ერთ-ერთ წამყვან მიმწოდებელს საქართველოში. ჩვენ ვმართავთ სამ დიდ საწყობს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის სწრაფ მიწოდებასა და მუდმივ ხელმისაწვდომობას.

2025 წელს გავხსენით მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების ულტრა-თანამედროვე საწარმო, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ ასორტიმენტს.

ბრავიტონი არ არის მხოლოდ ბიზნესი — ეს არის ოჯახური ფასეულობებით შექმნილი ბრენდი. კომპანია დაარსდა ორი ძმის მიერ, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ხედვით. სწორედ ეს საფუძვლები განსაზღვრავს ჩვენს მიდგომას: ვიყოთ საიმედო პარტნიორი, შევასრულოთ დაპირება და ყოველთვის დავდგეთ ჩვენი პროდუქციის უკან.

ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი მშენებლობა იწყება სანდო მასალებითა და ადამიანებით. ამიტომაც, ბრავიტონი მუდმივად ვითარდება, აფართოებს ასორტიმენტს და ინვესტირებს ტექნოლოგიებში, რათა შევქმნათ მყარი საფუძველი თითოეული პროექტისთვის — დღეს და მომავალშიც.


ჩვენი მისია

შევთავაზოთ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სამშენებლო სამშენებლო და სარემონტო მასალები, დაფუძნებული სანდოობაზე, პროფესიონალიზმსა და გრძელვადიან პარტნიორობაზე.

ჩვენი პარტნიორები

ჩვენი ფილიალები

ჩვენ სამ საწყობს ვფლობთ ბათუმის ტერიტორიაზე. სასურველი პროდუქციისთვის გვეწვიეთ შესაბამის ფილიალში და ჩვენი გუნდი აუცილებლად დაგეხმარებათ.